კოლაფსი ცენტრალურ მაგისტრალზე - ნატახტარი-თბილისის საავტომობილო გზა პარალიზებულია
ნატახტარი-თბილისის საავტომობილო გზა ამ დრომდე პარალიზებულია. მძღოლები დილიდან კილომეტრიან საცობებში დგანან. მიზეზი არაგვის ხიდის ჩაკეტკვაა. იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ადგილობრივები ყვებიან, მუშები, პრაქტიკულად, გაჩერებული არიან. ხიდის ჩაკეტვამ კი ცენტრალურ მაგისტრალზე კოლაფსი შექმნა. დასავლეთიდან თბილისისკენ მომავალი გზაზე ამ წუთასაც მანქანების გრძელი რიგი დგას.
ერთი წელია აკეთებენ გზას და ვერ დაამთავრეს. სხედან მუშები მანდ, არაფერს აკეთებენ. შეუძლებელი იყო გუშინ ღამე გადაადგილება, საგიჟეთი იყო. საათნახევარი დამჭირდა მცხეთიდან თბილისში რომ ჩავსულიყავი, - ამბობს მოქალაქე.
დილიდან ხიდზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაღალჩინსონების იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სამუშაოები ადგილზე 21 მარტს დაიწყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხიდი ჯერ კიდევ 70-იან წლებშ იყო აშენებული, მისი სიღრმისეული შესწავლა გახდა საჭირო. მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ სამუშაოები ამ კვირაში უკვე დასრულდება.