უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი ვეტინგის მომხრეა

01.04.24 13:54
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი ვეტინგის მომხრეა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. ორი მოქმედი მოსამართლეა, ერთი ადვოკატი. 

ალექსანდრე კობაიძემ გასაუბრებაზე დღეს ყურადღება ვეტინგის სისტემაზე გაამახვილა და თქვა, რომ მაშინ, როდესაც ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოსამართლეების კეთილსინდისიერებაა, მას ამ ტესტის გავლის პრობლემა არ აქვს. 

აღნიშნულ თანამდებობებზე უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები შერჩეული, რომელიც უფრო იქნებიან თამამი და არ ექნებათ რაიმე დისკომფორტი თუ მაგალითად, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხოლმე. აუცილებელია, კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების, ევროკომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციების გათვალისწინება ვინმეს არ რამე ზიანს მიაყენებს და ამიტომ აქ წინააღმდეგობის გაწევა, მე ვფიქრობ, არ არის უპრიანი, - ამბობს ალექსანდრე კობაიძე. 

არასამთავრობო სექტორი ეჭვობს, რომ გასაუბრება ფორმალური პროცესია, რადგან მურუსიძე -ჩინჩალაძეს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, უზენაეს სასამართლოში მათთან დაკავშირებული მოსამართლეები - ბადრი შონია და პაატა სილაგაძე გადაიყვანონ.