თბილისი-მოსკოვის რეისის მთვრალმა მგზავრმა სტრიპტიზი მოაწყო (video)
თბილისი-მოსკოვის რეისის ნასვამმა მგზავრმა ფრენის დროს ბორტზე სტრიპტიზი მოაწყო და მეზობელ მგზავრს შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ტელეგრამ არხი "Mash" იტყობინება.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ქალი აფრენის შემდეგ გაშიშვლდა და არაადეკვატურად იქცეოდა. ბორტგამცილებელი და თვითმფრინავის მეთაურები მგზავრის დამშიდებას უშედეგოდ ცდილობდნენ.
შედეგად, ქალის მეზობელი ბორტგამცილებელთა განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან ფრენა განაგრძო. გოგონას პოლიცია ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა და განყოფილებაში სასაუბროდ გადაიყვანა.
მანამდე Jetstar-ის თვითმფრინავის მგზავრმა, რომელიც მელბურნიდან ბალის მიმართულებით მიფრინავდა, თვითმფრინავში ბუნტი მოაწყო და ფრენა ჩაშალა. მან იფიქრა, რომ ტელეფონი მოპარეს, უყვირა თანამშრომლებს და სხვა მგზავრებს. როდესაც მოხუცმა კაცმა აღელვებულ ქალს უსაყვედურა, მან მგზავრს შეურაცხყოფა მიაყენა და სათვალე გაუტეხა.