,,ტვ მონიტორინგი" - ჩვენს ოპერატორს გორის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლები მათ ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, დაწესებულების გარე პერიმეტრზე მოხდა.
როგორც თორნიკე გელიტაშვილი ამბობს, სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან დრონით შენობის კადრებს იღებდა, რა დროსაც ძაღლი მიუქსიეს, ამის შემდეგ კი მას სამი თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, ტელეფონი დაუზიანეს და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ,,ტვ მონიტორინგის“ ოპერატორსა და აიპის თანამშრომების დაპირისპირებას თვალს ადევნებდა სააგენტოს ხელმძღვანელი, ზურაბ ჯირკველიშვილი, რომელმაც ვითარების განსამუხტად არაფერი მოიმოქმედა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.