რატომ არ შეუერთდა სახალხო ზეიმს და მიულოცა თუ არა ივანიშვილმა ქართველ ფეხბურთელებს ისტორიული გამარჯვება?

01.04.24 17:13
რატომ არ შეუერთდა სახალხო ზეიმს და მიულოცა თუ არა ივანიშვილმა ქართველ ფეხბურთელებს ისტორიული გამარჯვება?

რატომ არ შეუერთდა სახალხო ზეიმს ბიძინა ივანიშვილი და მიულოცა თუ არა მან ქართველ ფეხბურთელებს ისტორიული გამარჯვება? საჯარო სივრცეში არ იძებნება განცხადება, რომელიც დაადასტურებს, რომ ოცნების საპატიო თავმჯდომარემ  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ბერძნებთან  მოგებული თამაში მიულოცა. ის არ უნახავთ არც დინამოს სტადიონზე, სადაც პრემიერი იყო და პრეზიდენტიც. ჩნდება კითხვა, რატომ დუმს ივანიშვილი.

მმართველი პარტიიდან კახა კალაძეა ერთადერთი ვინც ირწმუნება, რომ ივანიშვილმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს დაურეკა.

არ მოგისმენიათ, მაგრამ რა თქმა უნდა მიულოცა ეროვნულ ნაკრებს, რადგან ეს მართლაც მთელი ქვეყნის გამარჯვებაა. ძალიან მაგარი შედეგი იქნა დადებული. ყვალაზე მაგარი არის ის, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, რომ იქაც, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ღირსეულად წარსდგება. 

ბიძინა ივანიშვიმა მიულოცა, იყო სატელეფონო კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან"- ამბობს დედაქალაქის მერი. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" მოკავშირე "ხალხის ძალას", პარტიაში ამბობენ, რომ "ბიძინა ივანიშვილს ფეხბურთისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული და ნაკრებსაც მიულოცა". 

ფრიდონ ინჯია კი ეჭვობს, რომ ოლიგაქრმა გამარჯვებულებს "რაღაცა უყიდა".