სკანდალი: რუსმა აგენტმა თბილისში ამერიკელი დიპლომატის მეუღლე მოწამლა
რუსეთის მკვლელობისა და დივერსიების დანაყოფის სპეცოპერაცია თბილისში - დიპლომატების საცხოვრებელ უბანში, საიდუმლო მისიით ჩამოსულმა აგენტმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ოჯახზე იერიში აკრძალული იარაღით მიიტანა. ამ ამბავს ჩვენი ხელისუფლება, მინიმუმ, სამი წელი მალავდა. სქემა საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით გაიშიფრა. ცნობილი გამოცემები თბილისში მომხდარი თავდასხმის რუსულ კვალზე გავიდნენ.
დადგენილია მარშრუტიც. რუსული სამხედრო დაზვერვის დივერსანტი თბილისში ტაშკენტიდან ჩამოვიდა და ათი დღე დარჩა. სუსი ამ დრომდე დუმს, მთელი დღეა საქართველოს ხელისუფლება იმასაც კი ვერ ამბობს, როგორ შემოაღწია თბილისში რუსული სახმხედრო დაზვერვის თანამშრომელმა ან რა გამოიძია ამ სკანდალურ სქემზე.
რუსული ელიტური ქვეფანაყოფი, რომელიც მკვლელობებსა და დივერსიულ აქტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს, სკრიპალების მოწამლვისა და პრიგოჟინის გახმაურებულ საქმეებშიც ფიგურირებს.
ვრცლაად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.