ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია - ქოჩორაშვილის მამა
"საქართველოს გზა ევროპაშია" - მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის Instagram ანგარიში გაქრა, რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.
"ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია" - დაწერა ცოტა ხნის წინ როინ ქოჩორაშვილმა:
"ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია" - წერს ქოჩორაშვილი.