სკანდალური ჩანაწერი - როგორ აიძულებენ ბაღის აღმზრდელებს რუსული კანონის მხარდაჭერას?

13.04.24 20:18
სკანდალური ჩანაწერი - როგორ აიძულებენ ბაღის აღმზრდელებს რუსული კანონის მხარდაჭერას?

 

 

ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელი აღმრზდელების იძულებაშია მხილებული, "შაბათის ეთერის" ხელშია სკანდალური ჩანაწერი, სადაც ია ხალვაში ბაღის აღმზრდელებს რუსულ კანონის მხარადჭერას აიძულებს. 

ჩანაწერის მიხედვით, ია ხალვაში ბაღების ყველა თანამშრომლისგან ქარდების სოციალურ ქსელში გაზიარებას მოითხოვს. მეტიც, საჯარო მოხელე ამტკიცებს, რომ დააკვირდება, ვინ, როგორ შეასრულებს მის მიერ გაცემული დირექტივა: 

ახლა რაც ჩავაგდე აქ, ეს ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, თქვენი ბაღების ყველა თანამშრომელმა უნდა გააზიაროთ ფეისბუქ გვერდზე…

ყველა თანამშრომელმა! მე მივადევნებ თვალყურს, დარაჯებზე და იმაზე არ მაქვს ლაპარაკი…

ვისაც აქვს სოციალური ქსელი ყველამ უნდა გადაამრავლოს და გადააზიაროს", - გარკვევით ისმის აუდიოჩანაწერში.

"შაბათის ეთერი" ია ხალვაშს დაუკავშირდა, ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელი ამტკიცეს, რომ ბაღის თანამშრომელზე ზეწოლა არ მოუხდენია. 

ხალვაში ამბობს, რომ რაც სოციალურ ქსელში გააზიარა "მისი სუბიექტრი აზრია". 

მსგავსი სიახლეები