მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტონ აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება - GDI

15.04.24 23:43
მოვუწოდებთ პოლიციას, შეწყვიტონ აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება - GDI

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სამართალდამცველებს მოუწოდებს, შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა შეწყვიტონ და უარი თქვან პარლამენტთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე.

ორგანიზაცია პოლიციას ასევე მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება შეწყვიტონ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან შეკრება-მანიფესტაციას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აცხადებს და იქ მყოფ ადამიანებს დაშლისკენ მოუწოდებს.

პოლიციის ქცევა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევაა და მათ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის, სპეციალური ძალისა და საშუალებების გამოყენებას აქციის მონაწილეების მიმართ ამ ეტაპიდანვე უკანონოდ აქცევს.

მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა, უარი თქვას პარლამენტთან მშვიდობიანი შეკრების დარბევაზე, შეწყვიტოს აქციაზე მყოფი ადამიანების უკანონო დაკავება"- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები