შსს-ს განცხადებით, ოპერატორის ოჯახს შესთავაზეს, ექსპერტიზაში მონაწილეობა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მიიღოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახის წევრებს შესთავაზეს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.
ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა”,- ნათქვამია განცხადებაში.