უარს ვაცხადებთ სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ვუერთდებით აქციას - ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე

20.04.24 15:48
უარს ვაცხადებთ სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ვუერთდებით აქციას - ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე

ერეკლე გეწაძე და ელენე კალანდაძე რუსულ კანონს წინააღმდეგ - მუსიკოსები უარს ამბობენ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიიღონ მონაწილეობა.

"არა რუსულ კანონს" - წერს მუსიკოსი ერეკლე გეწაძე სოციალურ ქსელში და იქვე ამატებს, რომ ხელოვანები საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციას უერთდებიან.

დღეს, დედა ენის ბაღში იმართება თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც კონცერტის მონაწილეები უნდა ვყოფილიყავით მე და ელენე კალანდაძე.

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად, უარს ვაცხადებთ სახელმწიფოს მიერ მოწყობილ ყველანაირ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე და ვუერთდებით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.

არა რუსულ კანონს!" - წერს მუსიკოსი ერეკლე გეწაძე.

მსგავსი სიახლეები