აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს, გაუშვეს მხუთავი აირიც
ამ წუთებში ჩიტაძის ქუჩიდან დაშავებულები გამოჰყავთ - სპეცრაზმელებმა რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეებს დაზიანებები სხეულზე აღენიშნებათ. ერთ-ერთი მომიტინგე, რომელიც დაშავდა, "პირველებთან" ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
სპეცდანიშნულების რაზმებმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევა გაფრთხილების გარეშე დაიწყეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მოვლენათა ეპიცენტრში სასწრაფო დახმარების არცერთი ბრიგადა არ არის მობილიზებული, აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს თავად უწევთ ერთმანეთისთვის დახმარების გაწევა.