იყო მუქარის ზარები, ბოლოს ჩემს 72 წლის მამას დაურეკეს და საღამოს აასრულეს, კლინიკაშა ვარ - ლაშა ღვინიანიძე

09.05.24 00:09
იყო მუქარის ზარები, ბოლოს ჩემს 72 წლის მამას დაურეკეს და საღამოს აასრულეს, კლინიკაშა ვარ - ლაშა ღვინიანიძე

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მას ჯერ მუქარის შემცველი ზარები შესდიოდა სხვადასხვა ნომრიდან ტელეფონზე და საღამო მუქარა აუსრულეს.

ლაშა ღვინიანიძე ამ მომენტამდე საავადმყოფოში რჩება. მას ტუჩის გაკერვა დასჭირდა.

კლინიკაში ვარ ამ ეტაპზე, ნაკერი დამჭირდა ტუჩზე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩემს საქმიანობასთან და მუქარებთან. ჯერ გუშინ დაიწყო ჩემს ტელეფონზე რეკვა, მერე ჩემს მეუღლესთან, მერე დღეს ჩემს 72 წლის მამას დაემუქრნენ ტელეფონზე და საღამოს უკვე აასრულეს მუქარა. კი შეუკვეთეს შიში, მაგრამ მიიღებენ იმას, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არარ გვრჩება", - თქვა ღვინიანიძემ.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს თავს ცოტა ხნის წინ დაესხნენ.

მსგავსი სიახლეები