ექსპერტიზა და რაიმე სახის პროფესიული მსჯელობა ასე მოკლე ვადაში წარმოუდგენელია - ვახტანგ კალოიანი

13.07.21 20:21
ექსპერტიზა და რაიმე სახის პროფესიული მსჯელობა ასე მოკლე ვადაში წარმოუდგენელია - ვახტანგ კალოიანი

,,ასეთ მცირე დროში რაიმე სახის დასკვნის გაკეთება ექსპერტიზის თვალსაზრისით წარმოუდგენელია - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, ვახტანგ კალოიანმა, ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ექსპერტიზის დასკვნა საზოგადოებას გააცნო არა კომპეტენტურმა პირმა, არამედ შსს-ს ჩინოვნიკმა.

რამდენიმე უცნაური და საეჭვო წერტლი შეიძლება ვთქვათ ამ დასკვნაში. პირველი არის დრო. ასეთ მცირე დროში რაიმე სახის დასკვნის გაკეთება ექსპერტიზის თვალსაზრისით წარმოუდგენელია. შუალედურ პირველად დასკვნასაც, პირველად განხილვასაც, ვერ მოასწრებდნენ სამედიცინო ექსპერტები.. რაიმე სახის პროფესიული მსჯელობა ასეთ მიკლე დროში წარმოუდგენელია. 

მეორევ საკითხი არის, ვინ გააკეთა ეს განცხადება. ის გააკეთა ჩინოვნიკმა. შსს-დან და არა ექსპერტიზის ბიუროდან. პროფესიული საზოგადოებიდან არც ერთი პროფესიონალი არ გამოსულა და არ მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, რაიმე მსჯელობა, თუნდაც კითხვა დაესცა ხმამაღლა, რადგან ეს აბსოლუტურად არ ჯდება პროფესიულ საკითხში. 

მესამე-ფილმი, ეს პროფესიონალებისთვის არის სასაცილო, ჩვენ ვხედავთ ნარკანის ძიებას. მინდა, ხაზი გავუსვა იმ დადგმულ სცენარს, რაც ხელისუფლებამ დადო. დავუშვათ, მომხმარებელი იყო ახალგაზრდა კაცი, ყველა მომხმარებელმა იცის, რომ ინტონსიკაციის დროს კლინიკა არ არის ვალდებული, აცნობოს პოლიციას, ეს ყველა გამოცდილმა, თუ გამოუცდელმა მომხმარებელმა იცის, სასაცილოა, 3-ჯერ გამოვიდა ზედოზირებიდან კაცი, შეაგროვა ყველა მედიკამენტი და სახლში გაიკეთა, სადაც წევრები ექიმიები იყვნენ . ეს არის პოლიტიზირებული -განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ შსს-მ უმოკლეს ვადაში დადო პირველადი დასკვნა, სადაც ლექსო ლაშქარავას სისხლში ნარკოტიკული ნივთირების კვალზე საუბრობს. ოჯახი და ჟურნალისტთა კორპუსი გომელაურის უწყების განცხადებებს მიცვალებულის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.