ენგურს მიღმა საქართველო - ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამირას დღიურების პრეზენტაცია გაიმართა
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამირას დღიურების პრეზენტაცია გაიმართა - სწორედ ასე ეწოდება ნაშრომს, რომელიც 19 წლის აფხაზი გოგოს თვალით დანახულ ენგურს მიღმა საქართველოს აღწერს.
ნაწარმოებში დეტალურადაა მიმოხილული, თუ როგორია დღეს ცხოვრება ოკუპირებულ აფხაზეთში და რამდენად ერთნაირია აფხაზი სამირას და ებრაელი ანა ფრანკის ყოფა, სადაც ერთი ნაცისტურ რეჟიმს ემალებოდა, მეორეს კი რუსეთის ოკუპაციის პირობებში უწევს დამალვა. წიგნი ჯინერი მაჭავარიანის ხსოვნას მიეძღვნა.