თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა - დედაქალაქში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

18.05.24 13:47
თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა - დედაქალაქში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

დღეს, 18 მაისს, თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა - რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაანონსებული.

გაფიცული სტუდენტები მზიურის პარკში 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან.

ამავდროულად, ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები 17:00 საათზე "ექსპო ჯორჯიადან" რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას მოაწყობენ.