სტუდენტები პროტესტისთვის ემზადებიან - უცვლელი მოწოდებით ახალგაზრდები დღესაც ქუჩაში აპირებენ გასვლას

18.05.24 15:02
სტუდენტები პროტესტისთვის ემზადებიან - უცვლელი მოწოდებით ახალგაზრდები დღესაც ქუჩაში აპირებენ გასვლას

სტუდენტები პროტესტისთვის ემზადებიან - უცვლელი მოწოდებით ახალგაზრდები დღესაც ქუჩაში აპირებენ გასვლას.

სალექციო აუდიტორიებიდან გამოსული შვილების თაობისთვის საღამოს შვიდი საათიდან რუსთაველის გამზირი ისევ შეკრების ადგილად გადაიქცევა, თუმცა დღეს უწყვეტი აქციის მონაწილეებს გასაპროტესტებელი უფრო მეტი აქვთ.

ხელისუფლებამ ჯერ არ ამოქმედებული რუსული კანონი ჩუმად გაამკაცრა. ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილებით, პუტინის სტილის კანონი ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება და ვინც იუსტიციის სამინისტროსგან რაიმე ინფორმაციას დამალავს, ხუთი ათასი ლარით დააჯარიმებენ. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ "ოცნებამ" ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა, რაც პროტესტის მონაწილეებს კიდევ უფრო აბრაზებთ.