ლექციები ღია სივრცეში - შვილების თაობის პროტესტს პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან

18.05.24 15:22
ლექციები ღია სივრცეში - შვილების თაობის პროტესტს პროფესორ-მასწავლებლები უერთდებიან

შვილების თაობის პროტესტს ლექტორებიც უერთდებიან - "ჯიპას" პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სასწავლო პროცესის ღია სივრცეში გადმოტანა გადაწყვიტეს.

მზიურის პარკში შეკრებილი ახალგაზრდები მომდევნო 30 წუთის განმავლობაში ლექციებს მოისმენენ, ხოლო შემდეგ ასოცირებულ პროფესორებთან ერთად რუსული კანონის წინააღმდეგ აქციისთვის მოემზადებიან.

ლექტორი, მამუკა ანდღულაძე შვილების თაობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და "პირველებთან" იმ კონკრეტულ მიზეზებს განმარტავს, რამაც ლექციების გარე სივრცეში გადმოტანა განაპირობა.

სოლიდარობა ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისმოყვარე ადამიანები არიან და მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ არიან ისტორიის სწორ მხარეს და ასევე იცავენ საქართველოს არჩევანს. რთულია, როდესაც ლექციები არ ტარდება, ამიტომ აქციებს შორის პერიოდში, სტუდენტებს ვხვდებით. ეს სტუდენტების და პროფესორების ინიციატივა იყო. ევროკავშირი ზუსტად განათლებაა და ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩამოაშოროს ქართველი სტუდენტები დასავლურ განათლებას და კულტურას", - ამბობს მამუკა ანდღულაძე.