"ეს კანონი არის ბოროტება, რომელიც გვაბრუნებს ბოროტების იმპერიაში" - ქუთაისში სტუდენტები პროტესტისთვის ემზადებიან
რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები ქუთაისში მსვლელობისთვის ემზადებიან.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ქუჩებში საქართველო-ევროკავშირის დროშებით და ანტირუსული მოწოდებებით აპირებენ გასვლას.
"ეს კანონი არის ბოროტება, რომელიც გვაბრუნებს ბოროტების იმპერიაში" - ამბობენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები. სტუდენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ხელისუფლების მიერ დაწყებულ ომში სიკეთე საღი აზრი გაიმარჯვებს.
რუსული კანონი არის ბოროტება, რომელიც გვაბრუნებს ბოროტების იმპერიაში. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით გულაგის დაბრუნებას და საკონცენტრაციო ბანაკების სამართალს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს რუსეთის ნაწილი, რადგან ამ კანონის უკან დგას რუსული ტანკები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჯერ ამკვიდრებს თავის კანონებს, შემდეგ კი შემოდის ტანკებით. ამიტომ ჩვენ არ გვსურს, რომ ვიყოთ წყვდიადში. ჩვენ წინაპრებს ამისთვის არ უბრძოლიათ", - ამბობს სტუდენტი.