რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის ოჯახი დახმარებას ითხოვს - ომარ ოკრიბელაშვილის ნათესავებს რჩებათ განცდა, რომ ხელისუფლებამ მსხვერპლი მიზანმიმართულად შეარჩია.
ახალგაზრდა მომიტინგე ახლა წინასწარ პატიმრობაში, გლდანის ციხეშია მოთავსებული. გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობს და ოკრიბელაშვილს პარლამენტთან აღმართული რკინის კონსტრუქციების დაზიანებას ედავება.
დილის ოთხი, თუ სამი საათი იყო, როდესაც სახლში ძალიან ბევრნი შეუვარდნენ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ოჯახი ააბუნტეს, ესე არსად არ ხდება. შეუვარდნენ, გადაუღეს, ბორკილები დაადეს და წაიყვანეს. ორ საათ-ნახევარი მიმდინარეობდა სასამართლო და გამოუტანეს განაჩენი. გადაიყვანეს გლდანის ციხეში. ამჟამად იქ იმყოფება. სათვალე არ აქვს და ბავშვი ვერ ხედავს ნორმალურად. რაზე მოაწერენ ხელს ღმერთმა იცის, ამაზეც ვნერვიულობ. რატომ გვაშინებენ, რატომ გვემუქრებიან ამით, ვერ ვხვდები", - ამბობს დაკავებულის ოჯახის წევრი.