"დასრულდეს ხალხზე ძალადობა - უთხარი არა რუსულ რეჟიმს!" - პროტესტი სავაჭრო ცენტრში

18.05.24 16:49
"დასრულდეს ხალხზე ძალადობა - უთხარი არა რუსულ რეჟიმს!" - პროტესტი სავაჭრო ცენტრში

"დასრულდეს ხალხზე ძალადობა - უთხარი არა რუსულ რეჟიმს!" - მოქალაქეების პროტესტი არ წყდება. გიგანტური საპროტესტო ბანერებით, სავაჭრო ცენტრებში სამოქალაქო აქტივისტებმა ის ძალადობა დაგმეს, რომლითაც სამართალდამცველები მშვიდობიან მომიტინგეებს ჯგუფურად უსწორდებიან და ანტირუსულ აქციებში მონაწილეობის გამო სჯიან.

საპროტესტო ბანერებზე სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი მოქალაქეების ფოტოსურათები იყო გამოსახული. რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ამ პროტეტსს სავაჭრო ცენტრში მყოფი მოქალაქეების ტაში მოჰყვა.