ერთობით და სიყვარულით გავიმარჯვებთ - ნანკა კალატოზიშვილი

18.05.24 17:02
ერთობით და სიყვარულით გავიმარჯვებთ - ნანკა კალატოზიშვილი

პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ახალი ძალებით იწყება - დღეს აქციაზე, ისევე როგორც ყოველდრე იდგება ნანკა კალატოზიშვილი.

მსახიობი ამბობს, რომ სწორედ ამ ერთობით და სიყვარულით მიიღწევა ის გამარჯვება, რომლის გამოც უკვე თვეზე მეტია ხალხი პროტესტი შეუჩერებლად გრძელდება.

ერთობას არ აქვს ალტერნატივა. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვუერთდები. მჯერა, რომ ამ ერთობით და სიყვარულით გავიმარჯვებთ და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით ამდენი ხანია", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

თბილისში ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ამ წუთებში ყურადღებისს ცენტრშია წერეთლის გამზირი და ექსპო-ჯორჯჯიას მიმდებარე ტერიტორია. უცვლელი გზავნილით და ახალი შემართებით მოქალაქეები მსვლელობით აპირებენ პარლამენტამდე მისვლას. რუსული კანონის ჩუმად გამკაცრებამ ხალხი განსაკუთრებით გააბრაზა.