"ოცნებას" უფსკრულში მივყავართ" - ნაცემი მომიტინგეები ისევ აქციაზე გადიან

18.05.24 17:10
"ოცნებას" უფსკრულში მივყავართ" - ნაცემი მომიტინგეები ისევ აქციაზე გადიან

აქციაზე ნაცემი მომიტინგები ისევ აქციაზე გადიან - დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში იდგება სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი გურამ ადამიაც.

ადამიას თქმით, "ოცნება" ვერ შეძლებს, რომ საქართველო "უფსკრულისკენ" წაიყვანოს, რადგან საქართველოს მოსახლეობა ამის უფლებას არ მისცემენ.

ქართველ ხალხს ქვეცნობიერად ესმის, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება, საქართველო დაუბრუნდეს ლეგიტიმურ, ნორმალურ სახელმწიფო მდგომარეობას, არის მიტინგები, რათა გააგებინოს მთავრობას, რომ ეს გზა არის უფსკრული. უფსკრულში მივყავართ "ოცნებას". ჩვენ ვცდილობთ იმას, რომ ამ უფსკრულიდან თავი დავაღწიოთ", - ამბობს გურამ ადამია.

თბილისში ანტირუსული აქციისთვის ემზადებიან. მოქალაქეებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ამ წუთებში ყურადღებისს ცენტრშია წერეთლის გამზირი და ექსპო-ჯორჯჯიას მიმდებარე ტერიტორია. უცვლელი გზავნილით და ახალი შემართებით მოქალაქეები მსვლელობით აპირებენ პარლამენტამდე მისვლას. რუსული კანონის ჩუმად გამკაცრებამ ხალხი განსაკუთრებით გააბრაზა.