"კრიმპოლიდან დამირეკეს, გამოძიებაა დაწყებული და უნდა მოხვიდეთო" - ნიკო მანაგაძე
ნიკო მანაგაძე ცენტრალურ კრიმინალური პოლიციაში დაიბარეს. აქტივისტი წერს, რომ კრიმპოლში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით არის დაბარებული.
"ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან დამიკავშირდნენ და დამიბარეს, გამომძიებელი ვარ, გამოძიებაა დაწყებული და უნდა მოხვიდეთო.
მეთქი რაზე?აი ამ აქციების თემაზე, დეტალურად აქ ვერ გეტყვით, რომ მოხვალთ გაგაცნობთო.
გასაოცარი დემოკრატიის მე-12 წელი:)
#თავისუფლებისთვის!" - წერს ნიკო მანაგაძე