700 ათასი მხოლოდ 15 დღეში - რა უჯდება შსს-ს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა?
რამდენად ძვირი უჯდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა? "რადიო თავისუფლებამ" შეისწავლა გომელაურის უწყების მიერ გაფორმებული დოკუმენტები, რომელიც სამინისტრომ რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირების შემდეგ დადო. ირკვევა, რომ უწყებამ 9 ათასამდე სამართალდამცველების გამოსაკვებად მხოლოდ 15 დღეში 700 ათას ლარზე მეტი დახარჯა. ხარჯები არასრულია, რადგან სამინისტრო დოკუმენტებს სრულად ჯერ-ჯერობით არ აქვეყნებს.
ხელშეკრულებები, რომელიც დაუდეს კომპანიებს, ამ ხელშეკრულებებს არ აქვეყნებენ. 12 მაისს დაახლოებით 18 ათასი პოლიციელი იმყოფებოდა, საკმაოდ ძირი ჯდება თითოეულ აქციაზე სპეცრაზმელების გამოყვანა, რაც საჭიროებას არ წარმოადგენს. სამი სახის საკვები ულუფა აქვთ, ტანამდეობის მიხედვით არის, ეტყობა. არის 8 ლარიანი საკვები, 11 ლარიანი საკვები და არის 16 ლარიანი საკვები. ლანჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ანუ რამდენი ლანჩ ბოქსი აქვთ ნაყიდი, პოლიციელების რაოდენობა მატულობს. ანუ პირველად იყო 6 ათასი, როდესაც აქციები დაიწყო, შემდეგ იყო 9 ათასი, ახლა არის 18 400, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება, რომლის მოტივიც თითქოს გამჭვირვალეობაა, ამის მაგალითს თავად უნდა იძლეოდეს.
სრული კომედიაა, რომ თითქოს ამ ხელისუფლებისთვის გამჭვირვალობა არის რაიმე ფასეულობა და ტენერზეც კი ვხედავთ, რომ გამჭვირვალობა არ არის მათთვის მნიშვნელოვანი ღირეულება. პირიქით, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო ბუნდოვანი იყოს ის შესყიდვები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება სპერაზმელების კვებისთვის, რომელთა რიგებშიც არიან ადამიანები, რომლებიც ურტყამენ პატარა გოგოებს და ცდილობენ, რომ ძალისმიერი და ზონდერული მეთოდებით დათრგუნონ ამ ქვეყნისთვის გადარჩენისთვის მიმდინარე ძალიან სერიოზული პროტესტი, - ამბობს საბა ბუაძე.