სენაკში მამაკაცმა მეზობლები დაჭრა - გარდაცვლილია 25 წლის კაცი
სენაკში მამაკაცმა მეზობლები დაჭრა. ერთ-ერთი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მოკლული 25 წლის იყო. რაც შეეხება დაჭრილს, ის მოკლულის ძმაა და ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
რის გამო დაიწყო ჩხუბი ახლაგარდებს შორის ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.