თეთრპერანგინების მარში - ბოლო ზარის დღეს სკოლის მოსწავლეები რუსულ კანონს გააპროტესტებენ

19.05.24 15:14
თეთრპერანგინების მარში - ბოლო ზარის დღეს სკოლის მოსწავლეები რუსულ კანონს გააპროტესტებენ

მე-12 კლასელების პროტესტი ბოლო ზარის დღეს - სკოლის მოსწავლეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ემზადებიან. ხვალ 18:00 საათზე აბიტურიენტები განათლების სამინისტროსთან სიმბოლურად თეთრი პერანგებით და მარკერებით მიდიან.  გიორგი ამილახვარს მოუწოდებენ, დააფიქსიროს საკუთარი აზრი კანონზე, რომელიც ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს. ამის შემდეგ ახალგაზრდები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

დავარქვით ამ პერფორმანსს თეთრპერანგებიანების მარში, რადგან უმეტეს საჯარო სკოლაში სწორედ ამ დღეს არის ბოლო ზარი. ჩვენ, აბიტურიენტები, სამწუხაროდ, ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც გვიწევს, რომ მხოლოდ განათლების მიღებით არ ვიყოთ დაკავებულები და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალითვის და ჩვენი უკეთესი პერსპექტივისთვის ვიბრძოლოთ. ქვეყანაშ და ისტორიაში არის ხოლმე მომენტები, როდესაც გიწევს შენი ნებისმიერი საქმე გადადო და რაღაც უფრო ღირეულს ემსახურო. ეს ღირებული არის სწორედ ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლა, - ამბობს სანდრო ჯოხაძე.