მკვლელობა სენაკში - პოლიციამ 21 წლის კაცი დააკავა
სენაკში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ირკვევა, რომ 21 წლის კაცს კონფლიქტი ორ ძმასთან ჰქონდა. ის გოგიების საცხოვრებელ სახლთან მივიდა და ძმები ცივი იარაღით დაჭრა. ერთ-ერთი ძმა, 25 წლის კაცი სისხლისგან დაიცალა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. რაც შეეხება დაჭრილ ძმას, ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.
ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, რომ მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, წარსულში წარმოქმნილი კონფლიქტი იყო, რომელიც საბოლოოდ, სისხლიანი დაპირისპირებით დასრულდა.
ერთი გარაცვლილია, როგორც ვიცი და ორი დაჭრილი. ერთ-ერთი გარდაცვლილი ძმაა, - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ სენაკში 21 წლის კაცმა მეზობლები ცივი იარაღით დაჭრა. გარდაცვლილია 1 ადამიანი.