"ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა ევროპის მოედნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს
რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდები ამ წუთებში ევროპის მოედანზე არიან შეკრებილი. სტუდენტები ხელისუფლებას ბოლო შანს აძლევენ, არ დაძლიოს პრეეზიდენტის ვეტო და გაიხმოს უკან კანონი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს.
მეტეხის ხიდთან შეკრებილებმა სიმბოლურად ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მოგვიანებით კიი თბილისის ქუჩებშიი გადაინაცვლებენ და საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში მსვლელობას მოაწყობენ.
შეკრებილებმა რუსულ კანონზე ვეტოს დადების გამო საქართველოს პრეზიდენტს მადლობაც გადაუხადეს.
არ დავიღლებით. ჩვენი დღევანდელი აქციაც არის მშვიდობიანი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელი ჩავკიდოთ ევროპისთვის, ხელი ცავკიდოთ ჩვენი თავისუფლებისთვის და წრით შევიკრათ ევროპის მოედანზე. რაც შეეხება მთავრობას, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს მანამ, სანამ ჩვენს ხმას არ აგიგონებენ, - ამბობს აქციის მონაწილე.