ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა - მედია
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ინციდენტი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ქალაქ ჯოლფას მახლობლად, თეირანის ჩრდილო-დასავლეთით 600 კილომეტრში მოხდა. მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, თუმცა სამაშველო ოპერაციებს ხელს უამინდობა უშლის.
ცნობილია, რომ იბრაჰიმ რაისი დღეს დილით აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო.ვრცელდება ცნობები, რომ რაისი აზერბაიჯანში სწორედ ამ ვერტმფრენით იმყოფებოდა.
ჯერჯეორბით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, ვინ იმყოფებოდა ვერტმფრენის ბორტზე და იჯდა თუ არა იქ თავად პრეზიდენტი.