რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია - პარლამენტთან სპეცრაზმელების მობილიზებაა

19.05.24 20:01
 რუსთაველის გამზირი ისევ პროტესტის ეპიცენტრია - პარლამენტთან სპეცრაზმელების მობილიზებაა

 

 

გაიწვიეთ რუსული კანონი ან მიიღებთ მასობრივ გაფიცვას - ხალხი ხელისუფლებას ბოლო შანსს აძლევს. რუსთაველის გამზირი ახლაც პროტესტის ეპიცენტია. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გზის გადასაკეტად ემზადებიან. მოქალაქეეები კონსტიტუციის ჩარჩოდან გასულლ ხელლისუფლებას დათმობაზე წასვლას ურჩევენ. თუ ივანიშვილის პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და რუსულ კანონს  პარლამენტიდან არ გაიწვევს, ქვეყანაში მასობრივი გაფიცვები დაიწყება.  

მოქალაქეეებიი რუსთაველზე მსვლელობით მივიდნენ. მანამდე იყო ცოცხალი ჯაჭვი ევროპის მოედანზე უცვლელი გზავნილით - "არა რუსულ კანონს".

საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში სპეცრაზმელების მობილიზება შეინიშნება. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.