"ოცნება" რუსულ კანონს რუსული წესებით იცავს - აქტივისტებს გამოკითხვაზე ერთმანეთის მიყოლებით იბარებენ
"ქართული ოცნების" რეპრესიები მოქმედებაში მოვიდა. ანტირუსული აქციების მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებიით გამოკითხვაზე იბარებენ. ვინც დარბევებით, ჩასაფრებებით და გინებით ვერ შეაშინეს, ახლა სისხლის სამართლის საქმის აღძვრით ემუქრებიან.
კრიმინალურ პოლიციაში გამოიძახეს ნიკო მანაგაძე, იგორ ნარმანია, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი. არცერთი გომელაურის უწყებაში მისვლას არ აპირებს.
ეს ყველაფერი არ არის. თბილისის საქალაქო სასამართლოშიი ხვალ 54 ადამიანის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ყველას რუსული კანონის გაპროტესტებისთვის სჯიან. დოკუმენტებში კი წერენ, თითქოოოს ახალგაზრდებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.