აქტივისტების პროცესები სასამართლოში - ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეები პოლიტიზირებულია

20.05.24 13:27
აქტივისტების პროცესები სასამართლოში - ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეები პოლიტიზირებულია

საქალაქო სასამართლოში 3 აქტივისტი პროცესი, რომლებსაც როგორც ყველა დანარჩენს, გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ, გადაიდო. დაცვის მხარემ თქვა, რომ მტკიცებულებებს, რომელიც შსს-მ წარადგინა, არ იცნობდა და ამისთვის დრო სჭირდებოდა. 

ერთ-ერთი აქტივისტის ადვოკატის თქმით, მას ჩნდება განცდა, რომ სასამართლოს რეალურად, მტკიცებულებები არ აინტერესებს და მის მიზანს შსს-ს ოქმების გაფორმება წარმოდგენს. 

მოსამართლე ძალიან ჩქარობდა. მთავარი ამბავი რაც არის, შსს, პრაქტიკლულად, 3-4 კვირა ამზადებდა ამ საქმეს და გადმოიტანა სასამართლოში მაშინ, როცა ჩვენ ერთი საათიც არ მოგვცა მოსამართლემ, რომ მტკიცებულებები გაგვეცნო. ამის შემდეგ დავწერეთ შუამდგომლობები, რომ გადადებულიყო პროცესები. მიუხედავად ამისა, სხდომა გახსნა, ნაწილი მტკიცებულებების გამოვიკვლიეთ და კიდევ ერთხელ  შაუმდგომლობის მერე როგორც იქნა 2 დღით გადაგვიდო სხდომა. ვფიქრობ, ეს არის ტენდენცია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ადამიანების დაჯარიმება და ჩნდება განცდა, რომ სასამართლოს რეალურად, მტკიცებულებები არ აინტერესებს. სასამართლოს მიზანია ნოტარიულად გააფორმოს შსს-ს ოქმები, სადაც არაფერი წერია და ის ვიდეომტკიცებულებები, რომელზეც არც დროა მითითებული, არც ადგილი და ასევე, ვერ ასახელებს შსს რა პრინციპით დააიდენტიფიცირა აქციაზე მყოფი 1000-ით ადამიანიდან კონკრეტულად ეს პირები და რატომ დაიწყო მათ წინააღმდეგ დავა, - ამბობს ადვოკატი. 

კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ მსგავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, როგორც წესი, კლანის წევრ მოსამართლეებს აწერენ. 

პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ დღეს რომელ მოსამართლეებსაც აწერიათ აღნიშნული საქმეები, ასეთ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს აწერენ მათ. აქედან გამომდინარე, ესენი ყოველთვის იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. მე არ მახსენდება არცერთ ჩემს საქმეზე, რომ ამ ადამიანებს მიეღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ადამიანები არიან კლანთან დაახლოებულები, - ამბობს ინტერესების დამცველი.