54 აქტივისტის საქმე - როგორ დასრულდა სასამართლო დღეს

20.05.24 15:13
54 აქტივისტის საქმე -  როგორ დასრულდა სასამართლო დღეს

აქტივისტები, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში ერთი-მეორეს მიყოლებით დაიბარეს, ამბობენ, რომ პირველი პოლიტიკური დაკვეთა შესრულებულია. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე საბა სხვიტარიძე 500 ლარით დააჯარიმა. სხვიტარიძის წინააღმდეგ შსს-მ დღეს ერთადერთი მტკიცებულება წარადგინა. საუბარია ტელევიზიის ეთერებში გასულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ ათასობით მოქალაქე პარლამენტის შენობიდან იძვრება და ევროპუს მოედანზე გადადის. 

აღნიშნული აქტივისტებს აფიქრებინებს, რომ ეს პოლიტიკური დევნის თვალსაჩინო მაგალითია. 

როგორც ჩანს, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან გვედავებოდნენ, რომ ცოტა ხალხი ვიყავით და ხელოვნურად ვკეტავდით გზას, რაც რეალურად, ასე არ იყო. ეს ჩანს მათ მტკიცებულებაშიც და ასევე ჩვენს წარდგენილ მტკიცებულებაშიც, რომ იქ არის ათასობით ადამიანი. სასამართლოზე ჟღერდებოდა, რომ ჩვენ ხელოვნურად გადავკეტეთ გზა, თუმცა ჩენ რეალურად, მიზნად არ გვქონდა, რომ ხელოვნურად გადაკვეკეტა გზა. ჩვენ გვქონდა მიზნად, რომ მსვლელობით წავსულიყავით ევროპის მოედანზე. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, ბოლომდე დავტვირთავთ სასამართლოს და პოლიციასაც. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ხელ;მძღვანელები კი ამბობენ, რომ არცერთი აქტივისტი, ვინც ხელისუფლებამ სასამართლოში დაიბარა, დაცვის გარეშე არ დარჩება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანე;ლი ეკა გიგაური ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ის ადამიანები, ვინც ამ უკანონო პროცესს ხელმძღვანელობენ, დაუსჯელები არ დარჩნენ. 

არცერთი ადამიანი, რომელიც არის დაბარებული, არ დარჩება დაცვის გარეშე. დღეს ჩვენი ორგანიზაციის და სხვა ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ მათ უფლებებს და მომავალშიც ასე იქნება. ცხადია, რაც ხდება, არის უკანონო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენ კანონმდებლობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესები, რაც ხდება და ამ პროცესებს ვინც გეგმავს, მათი პასუხისმგებლობა დადგეს მომავალში, - ამბობს ეკა გიგაური.