ანგარიშსწორება დავით ქაცარავაზე - ადვოკატი გამოძიების დაწყებას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვს

20.05.24 15:24
ანგარიშსწორება დავით ქაცარავაზე - ადვოკატი გამოძიების დაწყებას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ითხოვს

"ანტისაოკუპაციო ოძრაობის" ლიდერის, დავბით ქაცარავს ადვოკატი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება არა მხოლოდ 333-ე მუხლით, არამედ განზრახ მვკლელობის მცდელობის მუხლითაც უნდა დაიწყოს. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ჩვენებაში პირდაპირ წერია, როგორ ცდილობდნენ სპეცრაზმელები დავით ქაცარავას მოხრჩობას. 

ინტერესების დამცველი ამბობს, რომ თუკი ქართული სასამართლო ფაქტობრივ გარემოებებს არ გაითვალისწინებს, საქმეს სტრასბურგში გააგზავნიან. 

არა მარტო 333-ე მუხლი, უნდა იყოს განზრახ მძიმე დაზიანებაზე 117-ე მუხლი და განზრახ მკვლელობის მცდელობა, იმიტომ, რომ ჩვენებაში პირდაპირ არის მითითებული, თუ როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთი ე.წ. სპეცრაზმელი მეორეს, რომ „მიდი, მოახრჩვეო“. მემგონი, ეს უკვე საკმარისია გამოძიებისთვის, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცენ და აქედან გამომდინარე, თუ გამოძიება იქნება არაობიექტური, თუ მტკიცებულებების მოპოვება და იდენტიფიცირება არ მოხდება, შესაბამისად, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

დავით ქაცარავამ კლინიკა დატოვა. მას სასტიკი ანგარიშსწორების კვალი ეტყობა როგორც სახეზე, ასევე კისერზე. დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან დაკავების დეტალები გაიხსენა და თქვა, რომ დაკავებისას სპეცრაზმელებს მისი გაგუდვის მცდელობა ჰქონდათ.