მე-12 კლასელები განათლების სამინისტროსთან, სტუდენტები უნივერსიტეტთან - თბილისი პროტესტის ავანგარდშია
დღეს, 20 მაისს თბილისი კვლავ პროტესტის ავანგარდში მოექცევა - ამ წუთებში განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასელები იკრიბებიან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლებენ.
პარალელურად, რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთლის მეტროსთან იკრიბებიან. შვილების თაობის მარში ზუსტად 19:00 საათზე, სამედიცინოს უნივერსიტეტიდან და წერეთლის მეტროდან დაიწყება.
ახალგაზრდები ერთმანეთს სააკაძის მოედანზე შეხვდებიან და შემდეგ საიდუმლო დანიშნულების ადგილისკენ გადაინაცვლებენ. სტუდენტები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ადგილმდებარეობას.