"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - მე-12 კლასელების მსვლელობა დაიწყო
მე-12 კლასელების მსვლელობა დაიწყო - ახალგაზრდები ამ წუთებში განათლების სამინისტროდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - სკანდირებენ სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პარალელურად, რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები წერეთლის მეტროსთან იკრიბებიან. შვილების თაობის მარში ზუსტად 19:00 საათზე, სამედიცინოს უნივერსიტეტიდან და წერეთლის მეტროდან დაიწყება.
ახალგაზრდები ერთმანეთს სააკაძის მოედანზე შეხვდებიან და შემდეგ საიდუმლო დანიშნულების ადგილისკენ გადაინაცვლებენ. სტუდენტები ამ დრომდე არ ასაჯაროებენ ადგილმდებარეობას.