54 პროცესი ერთ დღეში - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე სასამართლომ 500-500 ლარით დააჯარიმა
ახალგაზრდების ტერორმა და დაშინებამ სასამართლოში გადაინაცვლა - 54 პროცესი ერთ დღეში. ამ ტემპით ცდილობს მურუსიძე-ჩინჩალაძის მიერ მართული სასამართლო პროტესტის ჩახშობას. პროცესების უმრავლესობა გადაიდო. შს სამინისტრო იმდენად უარგუმენტოდ იყო წარმოდგენილი სასამართლოში, რომ ვერც კლანისგან მართულმა მოსამართლეებმა შეძლეს აქტივისტების პირდაპირ დაჯარიმება. 500-ლარიანი ჯარიმა მხოლოდ ხუთ აქტივისტს გამოუწერეს.
არანაირი მტკიცებულება და მხოლოდ ახალგაზრდების დასჯის სურვილი. გაუგებარია, რა ნიშნით შეარჩიეს ათასობით მომიტინგეს შორის ის 54 აქტივისტი, რომლებიც სასწრაფო წესით სასამართლოში დაიბარეს. არ არსებობს არც ვიდეოჩანაწერები, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან კანონის დარღვევა დადასტურდება. ყველა მათგანს ქუჩის გადაკეტვას ედავებიან. ეს პოლიტიკური დევნის ახალი ტაქტიკაა, რომელიც ფულად ჯარიმას, ან ორკვირიან პატიმრობას ითვალისწინებს.