რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები პეკინის გამზირზე იმყოფებიან - რა გეგმა აქვთ ახალგაზრდებს?
ამ წუთებში რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები პეკინის გამზირზე, სპორტის სასახლის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებიან - ახალგაზრდები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
სტუდენტებმა სამოქმედო გეგმა უკვე გააჟღერეს. შვილების თაობა "ქართულ ოცნებას" პერმანენტულ პროტესტს უანონსებს.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში 12:00 საათზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც გააკეთებენ განცხადებას, თუ სად და როდის გააგრძელებენ პროტესტს.