"არა რუსულ კანონს" - სტუდენტების პროტესტმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა

20.05.24 22:31
"არა რუსულ კანონს" - სტუდენტების პროტესტმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა

რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ - ახალგაზრდები პარლამენტის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით არიან წარმოდგენილები.

"არა რუსულ კანონს" - სკანდირებენ ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები და ივანიშვილის გუნდს ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს უანონსებენ.

ცნობისთვის, თავდაპირველად, სტუდენტები წერეთლის მეტროსთან და სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ერთმანეთს სააკაძის მოედანზე შეხვდნენ და გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. ახალგაზრდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს.