დატბორილი სახლები და ქუჩები - თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
სტიქია თბილისში - ძლიერმა წვიმამ მთელს დედალაქში მძიმე პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სახლები. ყველაზე მძიმე ვითარება პატარა გლდანის დასახლებაში იყო, სადაც ადგილობრივები დახმარებას მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ.
ძლიერი წვიმის შედეგად დასახლებაში ათობით სახლი დაზიანდა. წყალი პირველ სართულებზე შევვარდა. დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩაში სანიაღვრეები არ არის, ამიტომ ყოველი წვიმის დროს მათი უბანი სრულად იტბორება.
წვიმა როცა მოდის, სანიაღვრეები არ არის ქუჩაში და ამის გამო ხდება ეს დატბორვა ჩვენი უბნის და სახლების. შიგნით წყალი შემოდის ყველასთან. ახლა მე ცოტა გადავრჩი, კარი ცოტა დაბლაა დაწეული და იმდენი ვერ შემოვარდა და სხვების სახლები სულ დაიტბორა. ნიაღვარი, მთელი გლდანულიდან რაც მოდის, ეს წყალი მოდის ჩვენს უბანში. სახლიდან კი არა, მანქანაში ვერ დაჯდები, ისეთი ამბავია. შეიძლება რომ გახვიდე, წყალი მუხლებამდე მოგწვდეს, რომ დაგარტყამს წყალი, ვერ გახვალ გარეთ. უნდა დასველდე სულ, რომ როგორმე სადმე წახვიდე, - ამბობს ადგილობრივი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ სანიაღვრეების გაკეთება თავად სცადეს, თუმცა მთავრობამ ამთ ამის საშალება არ მისცა. ადგილობრივების თქმით, მათი მდგომარეობით არავინ ინტერესდება.
არავის ვაინტერესებთ. ვიღაცას ეტყობა, პატარა გროშებს უყრიან, ხმას არ იღებენ, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.