მიქაუტაძე მწარიაშვილის წინააღმდეგ - რას ითხოვს მოსამართლე
გიორგი მიქაუტაძე მაია მწარიაშვილის წინააღმდეგ - დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებულმა სასამართლო კლანის ბოსმა სამართლებრივ დავა დაიწყო.
პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
უსაფუძვლო გამდიდრებაში ბრალდებული მიქაუტაძე თბილისის ყოფილ პროკურორს ცრუ ფაქტების გავრცელებაში ადანაშაულებს და მორალური ზიანისთვის სიმბოლურად 14 ლარს ითხოვს.
საქმე გავლენიანი მოსამართლის ვილას და იმ დიდ ფულს ეხება, რომელიც მიქაუტაძის მტკიცებით, დედისგან საჩურად მიიღო. თუცმა შეაძლოა, საქმე თავდაყირა დადგეს, რადგან მაია მწარიაშვილის მხარე პროცესზე მტკიცებულებებით შეირაღებული მიდის. ირკვევა, რომ სავარუდოდ, ფული რომელსაც სამართლო კლანის ბოსი საჩუქრად ასაღებს, ამ ოდენობის დივიდენდი მოსამართლის დედას არ მიუღია. ამიტომ არ არის გამორიცული, დოკუმენტების ფალსიფიცირების გამო მოსამართლე ან მისი გარემოცვა ბრალდებულის სკამზე ვიხილოთ.
თავის სარჩელს მიქაუტაძე აფუძნებს, სააქციო საზოგადოება "ბახტრიონის" მიერ გაცემულ ე.წ ვითომდა ცნობაზე, რომლის თანახმადაც მის დედას, რომელმაც თავის შვილს ორი წლის განმავლობაში 150 ათასი დოლარი აჩუქა, ჰქონდა საკმარისი შემოსავლები იმისათვის, რომ ესოდენ დიდი თანხა ეჩუქებინა მისი შვილისთვის და ამ ე.წ. ცნობაში წერია, რომ სააქციო საზოგადოება "ბახტრიონისგან" დივიდენდის სახით მიქაუტაძის დედა ყოველთვიურად ღებულობს 17 ათასზე მეტ ლარს. ყიველთვიური დივიდენტი არ უნდა აღემტებოდეს 1400 ლარს. ანუ განსხვავება არის უზარმაზარი, შესაბამსიად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ცნობა შეიცავს სავარაუდოდ, ყალბ მონაცემებს", - ამბობს მწარიაშვილის ადვოკატი.
დღევანდელ პროცესზე მაია მწარიაშვილის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, მათ შორის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამიტომაც, ახლა საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.
ოფიციალური დოკუმენტებით, რომელიც თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ გიორგი მიქაუტაძემ დედის მფლობელობაში არსებული კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, გააყალბა.
ირკვევა, რომ მიქაუტაძის დედამ, რომელიც კომპანია ბახტრიონის მეწილეა, ორი წლის განმავლობაში რეალურად იმაზე რვაჯერ ნაკლები თანხა მიიღო, ვიდრე ეს კომპანიის დოკუმენტებშია მითითებული.
ეს გარემოებები კი თბილისის ყოფილ პროკურორს უჩენს ეჭვს, რომ დოკუმენტები შესაძლოა, გაყალბებული იყოს.