"გაიფიცეთ" - აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით "ვისოლის" ოფისთან მივლენ
"ქართული ოცნება" რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს ვერ აჩერებს - პარლამენტთან ამ წუთებში სტუდენტები და სამოქალაქო სექტორი იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოდან მსვლელობა დღეს ორგანიზაცია "დაფიონმა" დააორგანიზა.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციაზე ხალხის დიდი რაოდენობის მისვლას არ ელოდებიან, რადგან სამუშაო საათებია და მსვლელობას საინფორმაციო ხასიათი ექნება. შეკრებილები პარლამენტიდან "ვისოლის" ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით ჩავლენ და მათ თანამშროლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
ჩვენი მთავარი აზრი არის გაფიცვების პოპულარიზაცია. ახლა ვცდილობთ, მათ შორის, ბიზნესის ნაწილს დავუკავშირდეთ გაფიცვებთან დაკავშირებით. ყველა ვხვდებით, რომ თუ გაგრძელდება არადემოკრატიული სვლა, საქართველო მოყვება სანქციებში და სანქციები, პირველ რიგში, დაარტყამს ბიზნესს. შესაბამისად, ბიზნესისგან მოველით რეაგირებას. ამიტომ, გვსურს ლაკმუსის როლი შევითავსოთ და ბიზნესებთან ვისაუბროთ გაფიცვების თემატიკაზე. დღეს თუ საშუალებას მოგვცემს ხალხის მასა, გვსურს, მსვლელობით გადავინაცვლოთ „ვისოლის“ და ვინაიდან „ვისოლი“ ძალიან ბევრ სხვა ბრენდს აკონტროლებს საქართველოში, გაფიცვების სკანდირება და მოწოდება გვსურს, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.