სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ადმინისტრაცია ლექციებზე დასწრებას აიძულებს - ახალგაზრდებს მესიჯები დაეგზავნათ
იმ დროს, როდესაც ხელოვანები კულტურის სამინისტროსთან აქციას მართავდნენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან მიიღეს შეტყობინება, რომ არცერთი გაცდენილი საათი მათ საპატიოდ არ ჩაეთვლებათ. სტუდენტები ფიქრობენ, რომ ეს აკადემიის ადმინისტრაციის მხრიდან მათი უფლებების დარღვევაა.
რამდენადაც მე ვიცი, ძალიან სწრაფად ვრცელდება, ყველა ჯგუფშია უკვე. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, იმიტომ, რომ ჩენ უკვე გვქონდა აქცია სამხატვროში, სადაც შეგვპირდნენ, რომ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათო და ახლა გამოდის, რომ თავის სიტყვას არ ასრულებენ. ყველა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ჯგუფს გაუგზავნა, ჩვენ გავიგეთ პირველი კურსის ჩეთიდან და მერე კიდევ გავრცელდა სხვა ჩათებშიც ეს მესიჯი. ცდილობენ, რომ არ გვაცადონ აქციაზე გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა, - ამბობს სტუდენტი.
საიას იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტეის ადმინისტრაციის მეშვეობით ცდილობს, ახალგაზრდებს პროტესტის გამოხატვაში ხელი შეუშალონ.
ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები არის კავშირში იმ ტენდენციასთან, პრაქტიკასთან, რომელიც ძალიან ბევრ საგანმანათლებო დაწესებულებას აქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც არის ის, რომ ხელი შეუშალონ, უზრუნველყონ თავიანთი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩაახშონ საპროტესტო მუხტი და არასათანადოდ მოეპყრონ სხვა სტუდენტებს, - ამბობს იურისტი.