საერთაშორისო ბანკების მხრიდან პროექტების დაფინანსების შემცირებაზეა საუბარი, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მილიარდების მოკლებას ნიშნავს - აბესაძე
ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 44%-ით შემცირდა - ექსპერტები ჯაჭვურ რეაქციაზე და ეკონომიკის ჩამონგრევის საფრთხეებზე საუბრობენ. ირაკლი აბესაძის თქმით, საგარეო ვაჭრობის შემცირების შემდეგ, ქვეყნაში აღარ შემოვა ინვესტირიცები, შემცირდება სამუშაო ადგილები და "ოცნების" რუსული ნაბიჯები თოთოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება.
საგარეო ვაჭრობა მცირდება ისეთ მდიდარ ეკონომიკებთან, როგორებიცაა ევროკავშირის ქვეყნები თუ სხვა და იზრდება რუსეთზე დამოკიდებულება. ეს ყველაფერი პირდაპირი ასახვაა იმ რუსული კოლაბორანტული პოლიტიკის და ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, რომლებიც არამხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც გვაშორებენ პარტნიორებს. ახლა არა მხოლოდ ევროკავშირში წევრობა ან ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა დგას საფრთხის ქვეშ, არამედ ზოგადად, არსებობის საფრთხე ამ ქვეყნის ეკონომიკური თვალსაზრისით და ელემენტარული შემოსავლის საფრთხე თითოეული ქართული ოჯახისთვის. საუბრები დაიწყო საერთაშორისო ბანკებისგან - "იბიარდისგან", "მსოფლიო ბანკისგან" პროექტების დაფინანსების შემცირებაზე. ეს ერთბაშად მილიარდობით დოლარის მოკლებას ნიშნავს ქართული ეკონომიკისთვის, რაც პირდაპირ დაარტყამს თითოეულ ქართულ ოჯახს".- ამბობს ირაკლი აბესაძე.
ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მკვეთრად შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 163 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი დოლარით, ანუ 44%-ით ნაკლებია.