ახალგაზრდები გაჩერებას არ აპირებენ - თბილისის ქუჩებში ისევ საპროტესტო მსვლელობაა

21.05.24 20:33
ახალგაზრდები გაჩერებას არ აპირებენ - თბილისის ქუჩებში ისევ საპროტესტო მსვლელობაა

 

 

სტუდენტური პროტესტის კვირეული - "ოცნების" რეპრესიების მიუხედავად, ახალგაზრდები არცერთი დღე გაჩერებას არ აპირებენ. ამ წუთებშიც მასშტაბური მსვლელობაა თბილისის ქუჩებში. სტუდენტები რუსთაველის მეტროდან დაიძრნენ და მარშირებით კიდევ ერთხელ გამოხატავენ საკუთარ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და ხმამაღალი შეძახილებით ახალგაზრდები ეუბნებიან "ქართულ ოცნებას", რომ რუსულ მმართველობას საქართველოში არასდროს შეეგუებიან. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები