ტერორი სასამართლოს სახელით - აქციის მონაწილეებს პროცესებზე ერთი-მეორეს მიყოლებით იბარებენ
ტერორი სასამართლოს სახელით - დაკავებებისა და სასტიკი ანგარიშსწორებების შემდეგ პროტესტის ჩახშობის სპეცოპერაცია მოსამართლეებს გადააბარეს. აქციის მონაწილეებს პროცესებზე ერთი მეორეს მიყოლებით იბარებენ. ედავებიან პოლიციელების შეურაცხყოფას და გზის გადაკეტვის მცდელობებს. შს სამინიტრო სასამართლოში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიდის, თუმცა გომელაურის თანამშრომლებს აქციის მონაწილეების დანაშაულის დამტკიცება არც სჭირდებათ.
სასამართლოსთვის პოლიციელების ჩვენებაც საკმარისია, მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე წარმოდგენილი სამართალდამცველების უმეტესობა განსასჯელების დაკავების პროცესშიც კი არ მონაწილეობდა. არ არსებობს კანონდარღვევის ვიდეოჩანაწერები ან სხვა მტკიცებულებები, თუმცა თემიდას მორჩილი მსახურებისთვის ეს დამაბრკოლებელი გარემოება არ არის. მთავარია, რუსული კანონის მოწინააღმდეგეები სამაგალითოდ დაისაჯონ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.