დოკუმენტების სავარაუდო ფალსიფიცირება - გიორგი მიქაუტაძე ისევ შარშია
გავლენიანი მოსამართლე ისევ დიდ შარშია. გიორგი მიქაუტაძემ დოკუმენტები, სავარაუდოდ, რამდენჯერმე გააყალბა. მოსამართლე, რომელიც თბილისის ექსპროკურორს სასამართლოში სიცრუის გავრცელებისთვის უჩივის, თავად არის მხილებული ტყუილში. მიქაუტაძე ახლა ამტკიცებს, რომ დედა, ვინც შვილს, დეკლარაციის მიხედვით, დიდი ფულით ასაჩუქრებს, წლიურად კომპანია "ბახტრიონიდან" დივიდენდს 17 ათას ლარს იღებს.
არადა, ცოტა ხნით ადრე, როცა ბრალდებების საპასუხოდ მოსამართლემ კომპანიიდან გამოტანილი დოკუმენტი გასააჯაროა, იქ ჩაწერა, რომ დედის დივიდენდი თვიურად 17 ათასი ლარი იყო. გამოდის, რომ მოსამართლე კომპანია "ბახტრიონს" დოკუმენტში იმას აწერინებს, რასაც მოისურვებს, თუმცა ფაქტია, რომ თავისივე მტკიცებულებებში დაიკარგა.
რაც უფრო მეტად ცდილობს გაამართლოს, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგების შედეგად მიღებული თანხა, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებს. კლანის გარემოცვის წევრს კი სისტემა იცავს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.