შემოსავლების სამსახური: საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა

22.05.24 12:29
შემოსავლების სამსახური: საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა

05-20 მაისის პერიოდის მონაცემებით საბაჟო გამშვებ პუნქტში - "სარფში", მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და 3 უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, 565,06  გრამის არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები ამოიღეს.  

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში - 85 180,58 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები