სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტებს აიგნორებს

22.05.24 14:50
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტებს აიგნორებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებას, რომელიც უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელების, მონაცემთა ბაზების შექმნისა  და „რუსული კანონის“ ფარგლებში პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას ეხება, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება. მათი შეფასებით, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური განზრახ აიგნორებს იმ პრობლემებს, რომლებთან გასამკლავებლადაც ის შეიქმნა, მსგავსი პრაქტიკის დამკვიდრება კი მომავალში ამ უწყების არსებობას აზრს დაუკარგავს.

შემაშფოთებელია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომლის მთავარი ფუნქცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების დადგენა უნდა იყოს, უკიდურესად პასიურია და კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად არ რეაგირებს როგორც კანონპროექტიდან მომდინარე საფრთხეებსა და რისკებზე, ისე ყოველდღიურ პრაქტიკად ჩამოყალიბებულ სატელეფონო შეტყობინებებზე, რომლის უკანაც სახელისუფლებო ჯგუფები უნდა იდგნენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს: შეწყვიტოს პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით, მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესებით პოზიციონირება; კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ქვეყანაში პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების სათანადოდ დაცულობისთვის და ამ კუთხით არსებული საფრთხეების გამოაშკარავებისა და აღმოფხვრისთვის, - ნათქვამია განცხადებაში. 
 

მსგავსი სიახლეები